Skip to content
New issue

Have a question about this project? Sign up for a free GitHub account to open an issue and contact its maintainers and the community.

By clicking “Sign up for GitHub”, you agree to our terms of service and privacy statement. We’ll occasionally send you account related emails.

Already on GitHub? Sign in to your account

Completely translated all the sections that are required to gain basic knowledge of Git. #11

Open
wants to merge 10 commits into
base: master
Choose a base branch
from
42 changes: 42 additions & 0 deletions Git & GitHub/About-Pull-Requests.md
Original file line number Diff line number Diff line change
@@ -0,0 +1,42 @@
# Pull Request-ების შესახებ
### Pull Request-ები არის ერთგვარი საშუალება "შეტყობინების გაგზავნის" სხვა თანაგუნდელისთვის, რომ თქვენ დაფუშეთ თქვენი ბრენჩი GitHub რეპოზიტორიში. მას შემდგომ, რაც გაიხსნება pull request-ი, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გამართოთ დისკუსია და განიხილოთ პოტენციური ცვლილებები სხვა თანაგუნდელებთან ერთად, მოახდინოთ დამატებითი ცვლილებები საჭიროებისამებრ და შემდგომ მოახდინოთ საბოლოო "ვერსიის" შერწყმა(merge) მთავარ ბრენჩზე. (master/main)


pull request-ის ინიციალიზების შემდგომ, თქვენ დაინახავთ გადათვალიერების გვერდს (review page), რომელშიც ასახული იქნება თქვენი, ანუ შესადარებელი ბრენჩი და რეპოზიტორიის საბაზისო ბრენჩი(master/main). ზემოხსენებულ გვერდში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადახედოთ ცვლილებებს, რომლებიც თავმოყრილია კომიტებში, დაამატოთ ლეიბლები, ვადები და უფლებამოსილი პირი/ები(assignees). ასევე, მოიხსენიოთ(mention) სხვა თანაგუდნელები, ან კონტრიბუტორები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: [Pull Request-ის შექმნა](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/collaborating-with-issues-and-pull-requests/creating-a-pull-request)

pull request-ის შექმნის შემდგომ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაფუშოთ კომიტები თქვენი ლოკალური ბრენჩიდან არსებულ pull request-ში. კომიტები გამოჩნდება ქრონოლოგიურად და ცვლილებების ნახვა შესაძლებელია "Files Changed" ტაბში.

სხვა კონტრიბუტორებს შეუძლიათ გადახედონ თქვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, დაამატონ კომენტარები და კონტრიბუცია შეიტანონ თქვენს pull request-ში.

თქვენ შეგიძლიათ ბრენჩის მიმდინარე deployment სტატუსი და წინარე deployment აქტივობები "Conversation" ტაბში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: "[Viewing deployment activity for a repository.](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/administering-a-repository/viewing-deployment-activity-for-your-repository)"

მას შემდგომ, რაც დარწმუნდებით, რომ თქვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებები დადასტურებულია გეძლევათ შესაძლებლობა, რომ შერწყათ/დამერჯოთ pull request-ი.
თუ მუშაობთ `shared repository model`-ში, მაშინ თქვენ ქმნით pull request-ს და თავადვე, ან სხვა შერწყამს თქვენს ცვლილებებს თქვენივე ბრენჩიდან იმ საბაზისო ბრენჩში, რომელსაც თქვენ მიუთითებთ pull request-ში. (ძირითად შემთხვევებში ეს არის master/main ბრენჩი.) დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: "[Merging a pull request](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/collaborating-with-issues-and-pull-requests/merging-a-pull-request)."

თუ სტატუს ჩექები მოთხოვნილია რეპოზიტორიაში, მაშინ მოთხოვნილმა სტატუს ჩექებმა უნდა გაიაროს წარმატებით იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი ბრენჩის შერწყმა დაცულ ბრენჩზე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: "[About required status checks](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/articles/about-required-status-checks)."

თქვენ შეგიძლიათ მიაბათ pull request-ი არსებულ იშუს(Issue), რათა მოხდეს იმ ადამიანების ინფორმირება, რომლებიც ამ საკითხს "კურირებენ". რა იგულისხმება ამაში?
იგულისხმება ის, რომ მათ შეუძლიათ ნახონ, თუ რა სტადიაზეა საკითხი, ხოლო საკითხთან დაკავშირებული ბრენჩის შერწყმის შემდგომ ხდება ავტომატურად დახურვა ამ საკითხის. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: "[Linking a pull request to an issue](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/managing-your-work-on-github/linking-a-pull-request-to-an-issue)."

```
Tips: should be added
```

# შაბლონად შენახვა Pull Request-ების

Pull request-ების შაბლონად შენახვა საჯარო რეპოზიტორიებში

როდესაც ქმნით pull request-ს, შეგიძლიათ, რომ შექმნათ ისეთი pull request-ი, რომელიც უკვე მზად არის განსახილველად, ან შეინახოთ შაბლონად. შაბლონური pull request-ებს ვერ დამერჯავთ. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ: "[Creating a pull request](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/collaborating-with-issues-and-pull-requests/creating-a-pull-request)" და "[Creating a pull request from a fork](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/collaborating-with-issues-and-pull-requests/creating-a-pull-request-from-a-fork)."

როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი pull request-ი არის სრულყოფილი და მზად არის განსახილველად, მაშინ შეგიძლიათ შაბლონური pull request მონიშნოთ, როგორც განსახილველად მზად მყოფი. ასევე ნებისმიერ დროს შესაძლებელია მიმდინარე pull request-ის შაბლონად შენახვა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: "[Changing the stage of a pull request.](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/collaborating-with-issues-and-pull-requests/changing-the-stage-of-a-pull-request)."


# დამატებითი საკითხავი

*[Pull request](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/articles/github-glossary/#pull-request)
*[About branches](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/collaborating-with-issues-and-pull-requests/about-branches)
*[Commenting on a pull request](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/collaborating-with-issues-and-pull-requests/commenting-on-a-pull-request)
*[Merging a pull request](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/github/collaborating-with-issues-and-pull-requests/merging-a-pull-request)
*[Closing a pull request](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/articles/closing-a-pull-request)
*[Deleting unused branches](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/articles/deleting-unused-branches)
*[About pull request merges](https://docs.github.com/en/free-pro-team@latest/articles/about-pull-request-merges)
58 changes: 58 additions & 0 deletions Git & GitHub/Forking-Projects.md
Original file line number Diff line number Diff line change
@@ -0,0 +1,58 @@

თუ რაღაც გარკვეული პერიოდია გასული, რაც GitHub-ს იყენებ დამოუკიდებლად, ალბათ გაგიჩნდებოდა სურვილი, რომ კონტრიბუცია შეგეტანა ვიღაცის პროექტში, ან გაქვს სურვილი იმის, რომ გამოიყენო სხვისი პროექტი შენი პროექტის საწყის წერტილად. ეს პროცესი ცნობილია, როგორც *forking.*

"fork"-ის შექმნა გულისხმობს სხვისი პროექტის ეგზემპლარის შექმნას. ფორკები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ხიდი ორიგინალ რეპოზიტორიასა და თქვენს პერსონალურ ეგზემპლარს შორის. თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ *Pull Request*-ები და შეთავაზოთ ცვლილებები.

მიმდინარე გაკვეთილში გამოვიყენებთ "[Spoon-Knife პროექტს](https://github.com/octocat/Spoon-Knife)", რომელიც არის სატესტო რეპოზიტორია დაჰოსტილი GitHub.com-ზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ გატესტოთ Pull Request-ის workflow.

# და-fork-ეთ რეპოზიტორია

იმისათვის, რომ და-fork-ოთ Spoon-Knife რეპოზიტორია, დააჭირეთ **Fork** ღილაკს რეპოზიტორიის ჰედერში.

<!-- IMG #1 Here -->

მოთავსდით კომფორტულად სავარძელში/სკამში და დაელოდეთ, fork-ის მაგიის შესრულებას :laughing:

# დაკლონეთ თქვენ მიერ გაკეთებული fork

Spoon-Knife რეპოზიტორიის წარმატებული fork-ის შემდგომ, ის მხოლოდ ხელმისაწვდომია/არსებობს GitHub პლატფორმაზე. იმისათვის, რომ შეძლოთ პროექტზე მუშაობა და-fork-ილი პროექტი უნდა დაკლონოთ ლოკალურად თქვენს კომმპიუტერში.

თქვენ მიერ გაკეთებულ fork-ში მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ **Clone or Download**-ს.
თუ როგორ დაკლონავთ პროექტს დამოკიდებულია თქვენზე. შეგიძლიათ დაკლონოთ [Git ბრძანებათა ხაზის მეშვეობით](https://lab.github.com/), ან [GitHub Desktop](https://lab.github.com/) გამოყენებით.


# ცვლილებების შეტანა და დაფუშვა

შეიტანეთ ნებისმიერი სახის ცვლილებები პროექტში თქვენივე საყვარელი ტექსტური ედიტორის გამოყენებით. მაგალითისთვის შეგიძლიათ შეცვალოთ *index.html* და დაამატოთ თქვენი GitHub username.

როდესაც მზად იქნებით ცვლიებების გასაგზავნათ, დააკომიტეთ ისინი.

კომიტით თქვენ Git-ს დაახლოებით ასეთი რაღაც უთხარით:(რომ წარმოვიდგინოთ ადამიანურ ენაზე პროცესი):

> კარგი, მე დავასნეფშოთე ჩემი ცვლილებები.

თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გააგრძელოთ ცვლილებების შეტანა და დაკომიტება. როდესაც საბოლოოდ დაასრულებთ, დაფუშეთ თქვენი ცვლილებები დისტანციურ ბრენჩზე.

# Pull Request-ის შექმნა

ბოლო ნაბიჯი სწორედ ეს არის. თქვენ მზად ხართ შეთავაზოთ თქვენი ცვლილებები მთავარ პროექტში! (თუ რა თქმა უნდა თვლით, რომ თქვენ მიერ შეტანილი ცვლილებები გამოადგება პროექტის მომხმარებლებს).

Pull request-ის შესაქმნელად გადამისამართით იქ, სადაც თქვენი პროექტი ცხოვრობს. მოცემული გაკვეთილისთვის ეს იქნება დაახლოებით შემდეგი მისამართი:

`https://github.com/<თქვენი_username>/Spoon-Knife`.

გადამისამართებისთანავე თქვენ დაინახავთ ბანერს, რომელიც ინდიკატორია იმის, რომ თქვენ ახლახანს დაფუშეთ ახალი ბრენჩი:

<!-- IMG # 2 -->

**Compare and Pull Request**-ზე დაჭერით თქვენ გადამისამართდებით სადისკუსიო გვერდზე, სადაც უთითებთ სათაურსა და არასავალდებულო აღწერას. მნიშვნელოვანია, რომ pull request-ის შექმნისას რივიუერებს მიაწოდოთ გამოსადეგი ინფორმაცია, თუ რატომ აგზავნით მიმდინარე pull request-ს. მსგავსი პრაქტიკა ამარტივებს პროცესს პროექტის მფლობელისთვის წარმოდგენის შესაქმნელად, თუ რატომ გსურთ შეტანილი ცვლილებების ასახვა.

როდესაც ზემოხსენებულ ნიშნულებს შეავსებთ, დააჭირეთ **Send pull request** და თქვენი ცვლილებები მზად არის განსახილველად.

<!-- IMG #3 -->

Pull Request-ები შეგვიძლია ასევე წარმოვიდგინოთ როგორც სივრცე, სადაც შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია შეთავაზებულ ცვლილებებზე. დიდი ალბათობით Octocat-ი ვერ დამერჯავს თქვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, მაგრამ სხვა პროექტების შემთხვევაში არ ინერვიულოთ, თუ პროექტის მფლობელი უარყოფს თქვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, ან მოგთხოვთ დამატებით ინფორმაციას თქვენი ცვლილებებისთვის. არც იმაზე ინერვიულოთ, თუ უბრალოდ მფლობელს არ მოეწონა თქვენი შეთავაზება. ეს სავსებით ნორმალურია. თქვენი ეგზემპლარი სამუდამოდ იარსებებს ინტერნეტში და ვინ იცის, იქნებ ვიღაც სხვამ, ვისაც არასდროს შეხვედრილხართ იპოვოს თქვენი ცვლილებები და გახდეს მისთვის ბევრად ღირებული, ვიდრე ეს პროექტის მფლობელისთვის იყო.

# გილოცავ!

თქვენ წარმატებით და-fork-ეთ და კონტრიბუცია შეიტანეთ რეპოზიტორიაში. ახლა უკვე თამამად შეგიძლიათ სხვა პროექტებშიც შეიტანოთ კონტრიბუცია!
Loading